წყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიმართა ინიციატივით, რომ აცრილ ადამიანებზე გარკვეული პრივილეგიები დაწესდეს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.

“უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა ინიციატივით, რომ სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა-სალონებში, ფიტნესებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს მხოლოდ ვაქცინაციის ერთი აცრის, ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR, ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, საბჭო ამის შესახებ იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები არ იცრებიან, მაშინ მსგავს დაწესებულებებში დასჭირდებათ სწრაფი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელთაც სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და მოქალაქეებს საკუთარი ხარჯებით მოუწევთ მათი გაკეთება.