TaoNews.Ge

“აშშ, თქვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს”- კელი დეგნანი

კელი დეგნანი: არასტაბილური, დანაწევრებული და პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანას აფერხებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროგრესში

გასულ წელს ვნახეთ, რომ ასეთი არასტაბილური, დანაწევრებული და პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანას აფერხებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროგრესში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ არსებობს უსამართლობის განცდა, ბრძოლა უნდა მოხდეს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში.

„ვფიქრობ, გასულ წელს ვნახეთ, რომ ასეთი არასტაბილური, დანაწევრებული, პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანას აფერხებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროგრესში, ასევე კოვიდთან და ამ ქვეყნის სხვა გამოწვევებთან გამკლავებისას. თუკი არსებობს რაიმე უსამართლობის განცდა, ამის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავარი გზა არსებობს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ყველას, რომ ეს ბრძოლა მოხდეს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!