TaoNews.Ge

კახიშვილის ინიციატივა: შეიქმნას მუდმივმოქმედი საბჭო, სადაც მაჟორიტარები მოსახლეობის პრობლემებზე დროული რეაგირების მიზნით საკითხებს დააყენებენ

ვინაიდან,  პარლამენტის მაჟორიტარი რეალურად არის შუამავალი რგოლი მოსახლეობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას და თვითმმართველობას შორის ,დეპუტატი კახა კახიშვილი ინიციატივით გამოდის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუდმივმოქმედი საბჭო შეიქმნას, სადაც მაჟორიტარები მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხებს დააყენებენ მათი დროული მოგვარების მიზნით. კახა კახიშვილმა ამ საკითხზე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველას გვესმის პასუხისმგებლობა, რომელიც ხალხის წინაშე ავიღეთ არჩევნების პერიოდში და ამ ვალდებულებებს სჭირდება შესრულება. შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნას გუნდი მინისტრების მოადგილეების წარმომადგენლობით, სადაც მაჟორიტარებს ექნებათ საშუალება, კვირაში ერთხელ ან ორჯერ დააყენონ საკითხები, რომელიც აინტერესებს მოსახლეობას, რათა დროულად გადაწყდეს ეს საკითხები. ზოგ შემთხვევაში, ვიღაცის საკითხზე რომ ვრეკავ და რაღაც კონკრეტულ საკითხს ვითხოვ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება და ისე მესაუბრებიან, თითქოს, ვრეკავ პირად საკითხებზე“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!