TaoNews.Ge

“კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა – მასთან კონსულტაციები გვექნება”-კობახიძე

“კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა – მასთან კონსულტაციები გვექნება”-კობახიძე

“არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტი ყალიბდებოდა, კახა კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ კახიშვილი გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და მმართველ გუნდს მასთან კონსულტაციები ექნება.

„შემიძლია საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შემდეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. თუ არის რაიმე ინტერესი, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!