TaoNews.Ge

კახა კალაძე – ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის

კახა კალაძე – ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის

თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი გაუქმდება და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება, ჩვენ ამას მივესალმებით,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, -განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!