TaoNews.Ge

 „კატინის წყევლა“- 11 წელი სმოლენსკის ტრაგედიიდან

11 წელი გავიდა,სმოლენსკში, 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და სხვა მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.

„ტუ-154“-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც პოლონეთიდან რუსეთში მიფრინავდა, სმოლენსკთან 2020 წლის 10 აპრილს კატასტროფა განიცადა. კაჩინსკი და პოლონელი მაღალჩინოსნები კატინში სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიფრინავდნენ. კატინის მახლობლად 1940 წელს სტალინის ბრძანებით 20 ათასზე მეტი პოლონელი სამხედრო დახვრიტეს.
სმოლენსკის ტრაგედია ისტორიაში შევიდა როგორც „კატინის წყევლა“. საერთო ჯამში ავიაკატასტროფას 96 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მხარის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხისმგებლობა თვითმფრინავის ეკიპაჟს დააკისრა. თუმცა, პოლონეთის გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ განზრახ ან უნებლიე შეცდომები რუსმა დისპეტჩერებმაც დაუშვეს, რაც საბოლოო ჯამში ცუდ ამინდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გახდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!