TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები

კარლ ბილდტი – ეს ბიჭი, ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება – რელსებიდან გავიდა

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი აცხადებს, რომ  ირაკლი ღარიბაშვილი “რელსებიდან გადავიდა”.

ბილდტი „ტვიტერზე“  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აზიარებს, სადაც საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ „კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს“.

„ეს ბიჭი – მე ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე – რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”,- წერს ბილდტი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!