TaoNews.Ge

“კალაძე საავადმყოფოში  იმიტომ დაწვა, რომ გული უსკდება არ დაიჭირონ”- სააკაშვილი

“კალაძე საავადმყოფოში იმიტომ დაწვა, რომ გული უსკდება არ დაიჭირონ”- სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საავადმყოფოში დაკავების შიშის გამო დაწვა.

„კალაძე საავადმყოფოში დაწვა იმიტომ, რომ გული უსკდება არ დაიჭირონ. ქალაქის ამხელა მერს ეშინია, რომ დღედღეზე შეიძლება დაიჭირონ იმიტომ, რომ ივანიშვილისგან გვერდზეა განდგომილი,“ – აღნიშნავს მიხეილ 
 სააკაშვილი.

შეგახსენებთ,  თბილისის მერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, რადგან მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დაუდასტურდა, რის გამოც  სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!