TaoNews.Ge

“ეშმაკი დეტალებშია”- სააკაშვილი მედიატორების ახალ დოკუმენტზე

კადრების გამოქვეყნებით მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს და უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს – მიხეილ სააკაშვილი

კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც პენიტენციურის გავრცელებული კადრების პასუხად, მის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამის შემდეგ უფრო ყველა დარწმუნდა რომ ის ნამდვილად შიმშილობს, გარდა ამისა დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს მედპერსონალს, რომელთა დანიშნულებითაც იღებდა მესამე პრეზიდენტი საჭირო ვიტამინებს და ამით არ დარღვეულა შიმშილობის პროტოკოლი:

ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!