TaoNews.Ge

რამზან კადიროვი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

კადიროვი გრძელი წვერის ტარებას უკრძალავს მათ, ვინც მეჩეთში არ დადის

ჩეჩნეთის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რესპუბლიკის მცხოვრებლებმა, რომლებიც მეჩეთში ლოცვას არ ესწრებიან, გრძელი წვერი უნდა გაიპარსონ. ამის შესახებ მან რეგიონული მთავრობის მორიგ სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენში კიდევ ერთი მოდა გაჩნდა – მოკლე წვერი, როგორც თხას აქვს. ისინი ამას ატარებენ არა უზენაესისთვის; ის, ვინც წვერს უზენაესისთვის ატარებს, ის ვალდებულია იაროს მეჩეთში, მას არ უნდა ჰქონდეს დრო რესტორნებისთვის, მან უნდა ილოცოს. ვინც დადის მეჩეთებში, რაც არ უნდა მოკლე წვერი ჰქონდეს, ეს ჩვენ ხელს არ გვიშლის. სხვა დანარჩენი კი, რასაც ვხედავთ, პოლიტიკის, იმიჯის შესაქმნელად კეთდება”, – მოჰყავს რამზან კადიროვის სიტყვები “კავკაზ.რეალიის”.

პოლიტიკოსის თქმით, გრძელწვერიანმა მამაკაცებმა, რომლებსაც “მაისურებიდან შიშველი მუცლები და ზურგი მოუჩანთ”, მოკლე, მოვლილი წვერი უნდა ატარონ.

ჩეჩნეთის მთავრობის ამავე სხდომაზე რამზან კადიროვმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არასამუშაო ვიზიტების დროს პირადი მცველების ყოლის გამო გააკრიტიკა. “თუ რესპუბლიკაში იძულებული არიან, რომ ამდენი მცველი გამოიყენონ, მაშინ გამოდის, რომ თქვენ არ ხართ საჭირო”, – მიმართა მთავრობის წევრებს რამზან კადიროვმა.

რამზან კადიროვი 2007 წლიდან უდგას სათავეში ჩეჩნეთს. ამჟამად რუსეთში რეგიონების ხელმძღვანელების თანამდებობაზე ყოფნის ვადები შეზღუდული არ არის.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!