TaoNews.Ge

“სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ,საფრთხილოა, ერთია გატეხონ, მეორე რისკია დამტკიცება”- კახიშვილი არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაზე

იცით რატომ ებრძვის ნაცები და მათი დაქირავებული ზონდერ ტელევიზიები კახი კახიშვილს?

,,იცით რატომ ებრძვის ნაცები და მათი დაქირავებული ზონდერ ტელევიზიები პარლამენტის დეპუტატ კახი კახიშვილს?
1. კახი კახიშვილი იყო ერთ ერთი აქტიური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი რომელიც ითხოვდა ნაცების შექმნილი ადამიანების გაუპატიურებების და პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ვიდეო- ფაილი არათუ განადგურებულიყო არამედ მასზე გამოძიება დაწყებულიყო ის ამას ეუბნებოდა თომას ჰამერბერგს, ეუბნებოდა ევროპელებს და ხელისუფლებას.
2. კახი კახიშვილი იყო ის პიროვნება რომელიც სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა მაშინ როცა ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება კვლავ სააკაშვილის ორბიტაზე იყო.
3. კახი კახიშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრად გახდომის შემდეგ მოახერხა ის რაც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. ჩამპალი, განადგურებული და არადამიანური პენიტენციალური სისტემა ევროპული სტანდარტების გახადა. ის რამაც დაასრულა სააკაშვილი, კახიმ ის სისტემა ხელისუფლების სავიზიტო ბარათადად აქცია. იქ სადაც ხალხს აწამებდნენ ევროპელებისთვისაც სამაგალითო გახდა. ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და სხვა ევროპულმა ინსტიტუტებმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უთხრეს სასჯელაღსრულებით სისტემებში საქართველოს მიბაძეთო.
4. მიუხედავად წარმატებული რეფორმებისა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსობის შემდეგ კახი გარკვეულწილად ჩრდილში.მოექცა, მაგრამ.მას ერთი სამდურავი სიტყვა არ წამოცდენია ხელისუფლებაზე, მიუხედავად იმისა რომ ნაც მოძრაობას არაერთი მცდელობა ჰქონდა იგი გადაებირებინათ თავიანთ გუნდში როგორც ეს არაერთი ოცნების ძველი ,,კაშკაშა” სახესთან მიმართებაში გააკეთეს.
5. კახი კახიშვილმა პარლამენტში მოსახვედრად აირჩია ურთულესი გზა, ის მოხვდა ყველაზე კონკურენტუნარიან საარჩევნო ოლქში. მას დაუპირისპირდა ნაცები და მათი სატელიტები პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, ნაცებიდან ხატია დეკანოსიძე, ტრიბუნადან დავით ჭიჭინაძე. ყველა მათგანი პირველ და მეორე ტურში დამაჯერებლად დამარცხებულ იქნენ.
სწორედ ესაა მიზეზი იმისა რომ კახის ებრძვის სააკაშვილი, მისი ჯიბის ტელევიზიები და ზონდერ ჯგუფები. შენ მოწინააღმდეგეს უნდა დააბრალო ის რაც თავად ხარ. ესაა ნაცების ტაქტიკა რომელიც დღესაც აქტიურად მოქმედებს.
კახი კახიშვილი არის ის პიროვნება რომელიც ყველაზე საშიშია ნაცმოძრაობისთვის თორემ ოცნებაში მოკალათებულ პორტირებულ ნაცებზე ზონდერ-ნაც-მედია როდის იყო ხმას იღებდა.”- წერს სოციალურ ქსელში  ,,უფლებადამცველთა გაერთიანების ” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!