TaoNews.Ge

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანს „დიქტატორი“ უწოდა  

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანს „დიქტატორი“ უწოდა  

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ერდოღანს „დიქტატორი“ უწოდა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო გააკრიტიკა.

ინციდენტი, რამდენიმე დღის წინ ანკარაში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შორის შეხვედრის დროს მოხდა.  შეხვედრის დაწყებამდე, მიშელი და ერდოღანი მათთვის წინასწარ გამზადებულ სავარძლებში ჩასხდნენ, თუმცა სავარძლის გარეშე დარჩა ფონ დერ ლეიენი.

„სრულიად არ ვეთანხმები პრეზიდენტ ფონ დერ ლეიენის მიმართ ერდოღანის ქცევას. ვფიქრობ, ეს არ იყო შესაფერისი საქციელი და ძალიან ვწუხვარ იმ დამცირებისთვის, რაც ფონ დერ ლეიენმა განიცადა. მოდით ვუწოდოთ მათ ის  რაც არიან – დიქტატორები, რომლებთანაც გვიწევს თანამშრომლობა, ”– განაცხადა მარიო დრაგიმ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!