TaoNews.Ge

ისრაელში გასულ დღე-ღამეში კოვიდით 5.923 ადამიანი დაინფიცირდა

ისრაელში კოვიდით ინფიცირების ტემპები ისევ იზრდება.

9 აგვისტოს მონაცემებით, 1 დღე-ღამეში 5.923 ადამიანია ინფიცირებული.

ბოლო 7 დღის მანძილზე დღიური ინფიცირების მაჩვენებელმა 3.822 შეადგინა.

ისრაელში  სრულად ვაქცინირებულია სრულწლოვანი მოსახლეობის 80%.

შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში სერიოზულად განიხილავენ ფაიზერის ვაქცინის დამატებითი, ბუსტერის დოზის გაკეთებას.

ბუსტერის გაკეთებას ძირითად 50 წელზე უფროსი ადამიანებისთვის აპირებენ.

პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების 90% 50 წელზე უფროს ადამიანებზე მოდის. მან ამ ასაკის ისრაელის მოსახლეობას მოუწოდა, იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!