TaoNews.Ge

“ისრაელი არა მარტო მუსლიმებს, არამედ ქრისტიანებსაც თავს ესხმის”-ერდოღანი რომის პაპს

“ისრაელი არა მარტო მუსლიმებს, არამედ ქრისტიანებსაც თავს ესხმის”-ერდოღანი რომის პაპს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რომის პაპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელი არა მარტო მუსლიმებს, არამედ ქრისტიანებსაც თავს ესხმის. ერდოღანმა საერთაშორისო თანამეგობრობას და ქრისტიანულ სამყაროს ამის წინააღმდეგ მობილიზებისკენ მოუწოდა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პალესტინაში ისრაელი დაუნდობლად იქცევა და ისრაელი არა მარტო მუსლიმების, არამედ ქრისტიანების და მთელი კაცობრიობის წინაშე არის დამნაშავე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიპლომატიური გზებით ცდილობს ისრაელის შეკავებას და მის პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასევე, მისი თქმით, ებრაული სახელმწიფო იერუსალიმის სტატუსს არღვევს და რელიგიის თავისუფლებას ზღუდავს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ისრაელს არ დასჯის, პალესტინელთა მასიური განადგურება მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას dailysabah.com ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!