TaoNews.Ge

ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზაში კიდევ 33 ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 13 ბავშვია. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ თავდასხმები მოხდა ღაზას ქალაქის ცენტრში მდებარე სახლებზე. ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 181-მდე გაიზარდა, მათ შორის 52 ბავშვია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ისრაელსა და პალესტინელებს შორის გამწვავებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ისრაელის თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტების 90% გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!