TaoNews.Ge

“ისრაელის სამხედრო ავიაბაზები დავბომბეთ”-„ჰამასი“

“ისრაელის სამხედრო ავიაბაზები დავბომბეთ”-„ჰამასი“

ღაზას სექტორში დისლოცირებულმა პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით მან ისრაელის სამხედრო ავიაბაზები დაბომბა.

დაჯგუფებამ სარაკეტო იერიში ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებზე განახორციელა. „ჰამასის“ განცხადებით, იერიში, პირველ რიგში, სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა.

სირენები გაისმა სამხრეთ ისრაელში მდებარე ქალაქ აშდოდში და აშკელონში, ასევე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტშიც.

პარალელურად შეტაკებები მიმდინარეობს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალაში და სხვა დასახლებულ პუნქტებში. აქ პალესტინელთა მხრიდან 3 ადამიანი დაიღუპა. ისრაელელ პოლიციელებს შორის არიან დაჭრილები.

ინფრომაციას  timesofisrael.com ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!