TaoNews.Ge

ისრაელის პრემიერი: „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერი: „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტულ დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან.

„ისრაელის არმიამ ასობით ტერორისტულ ობიექტზე იერიში მიიტანა. ათობით ტერორისტი გავანადგურეთ, მათ შორის უფროსი მეთაურები. ჩვენ დავბომბეთ შტაბები, გავანადგურეთ დაჯგუფებების შენობები და კოშკები. ჩვენ მთელი ძალით ვაგრძელებთ შეტევას. „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ გადაიხადეს და მომავალშიც გადაიხდიან ძალიან მძიმე საფასურს აგრესიისთვის – მათი სისხლი მათ ხელებზეა“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე მოუწოდა ისრაელის მოსახლეობას, გაითვალისწინონ უსაფრთხოების ყველა ზომა და მითითება, რომელსაც სახელმწიფო უწყებები გასცემენ.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ რიშონ ლეციონში ქალი დაიღუპა. 8 ადამიანი დაშავებულია, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!