TaoNews.Ge

ისრაელის იერიშს წამყვანი პალესტინელი ექიმი მცირეწლოვან შვილებთან ერთად ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზას სექტორში პალესტინის ერთ-ერთი წამყვანი ექიმი აბუ ალ-ოფი და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა.

საჰაერო იერიშისას ექიმის ოჯახის 12-ივე წევრი, მათ შორის 17 და 12 წლის მოზარდი დაიღუპა.

“ეს ძალიან დიდი დანაკარგია, როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის, ექიმის პაციენტებისა და სტუდენტებისთვის,” – აცხადებს გარდაცვლილი აბუ ალ-ოფის კანადში მცხოვრები ახლო მეგობარი და ყოფილი კოლეგა, გეით ალ-ზანინი.

დაღუპული დოქტორი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელიც პალესტინის ეპიდვითარებაზე აგებდა პასუხს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განხორციელებული შეტევისას ღაზას სექტორში 4 შენობა გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!