TaoNews.Ge

„ისინი ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ”- წულუკიანი კულტურის სფეროში მოღვაწეებზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დილა“ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, გარშემომყოფთა რეაქციაზე ისაუბრა.

„ეს იყო ჩემი სურვილი, ვისაუბრეთ გუნდში, გვქონდა პოლიტიკური კონსულტაციები და დადებითად დასრულდა. ჩემთვის უჩვეულოა ადამიანების რეაქციები. როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს. მეუბნებიან: „შენ ესენი პატიმრები არ გეგონოს, ესენი (კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები) უფრო რთული ხალხია“. ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. ამიტომ, უკვე ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მოლოცვებს, მეუბნებიან: „შენ ამას ვერ იზამ, ამდენი წელია, ისინი ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ“. ბოლოს, ეს ყველაფერი გადადის ხუმრობებში“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!