TaoNews.Ge

„კასანდრას წყევლის ქვეშ ვარ” – გუბაზ სანიკიძე

“ისე ხომ არ არის, მოდი, ბიჭებო, დაგელაპარაკებით და თვალი დახუჭეთ მიშაზე? ოპოზიციაში ყველას აღარ უნდა ვადამდელი არჩევნები…” – გუბაზ საკინიძე

პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:

“შეთანხმებაზე რომ წავა დიალოგი, პარალელურად ეს საქმეებიც (სასამართლო პროცესები) უნდა გრძელდებოდეს? თუ როგორ არის? სააკაშვილის ბედ-იღბალი როგორ არის? ისე ხომ არ არის, მოდი, ბიჭებო, მე დაგელაპარაკებით და თქვენ თვალი დახუჭეთ მიშაზე? ვინც ამაზე წავა, განადგურდება პოლიტიკურად.

ოცნების სურვილია, მიშა გარეთ არ უნდა გამოვიდეს და ვადამდელ არჩევნებზე სიტყვა არ დასველდეს და აბა რაზე უნდა შევთანხმდეთ?

მე ეჭვი მაქვს და ისე არ აღმოჩნდეს, რომ ქართველი ხალხი ისევ მოტყუებული იქნეს, ისე არ აღმოჩნდეს, ძვლებამდე გაშიშვლებულმა ქართველმა ხალხმა იხილოს სიამტკბილობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის… ოპოზიციაში არის ერთი ნაწილი, რომელიც ყველაფერზე მიყვება ოცნებას, მაგრამ უდიდესი ნაწილი ამაზე არ მიდის. სანამ იმათ დაველაპარაკებით, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ.

ყველა შეთანხმება იწყება პოლიტიკური ამინისტიით, ამით თუ არ დაიწყო მოლაპარაკება, არანაირი იმედი არ მექნება.

ნაძვის ხეზე მისვლას არ ვაპირებ, ავაწყობ ჩემთან სახლში. ჯერ ერთი რა საახალწლო ნაძვის ხე, ფორმა ხომ უნდა შეარჩიო, ეზეიმება ამ ხალხს?

მე მაინტერესებს ოპოზიციის ინიციატივა როგორია, რომ შესთავაზონ პრეზიდნეტს – ეს არის პოლიტიკური ამინისტია, რიგგარეშე არჩევნები და სასამართლოში რეალური ცვლილებების დაწყება. ამაში ოპოზიცია რატომ არ უნდა იყოს ერთიანი, არ მესმის.

მოდი, ვიყოთ გულწრფელები, ოპოზიციაში ყველას აღარ უნდა ვადამდელი არჩევნები… ისეთი განწყობები, როგორიც თუნდაც ადგილობრივ არჩევნებამდე იყო, ოპოზიციაში აღარ არის უკვე. მე მომხრე ვარ, ცივი შხაპი გადავასხათ ხელისუფლება და გამოვიდეთ პარლამენტიდან, ოღონდ ყველა. ყველა თუ გამოვა პარლამენტიდან და საკრებულოებიდანაც – შედეგი ერთ თვეში იქნება, მიშაც გამოვა ციხიდან და რიგგარეშე არჩევნებიც იქნება, მერწმუნეთ, მაგრამ ეს არ მოხდება.”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!