TaoNews.Ge

ირმა ინაშვილი: რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია

ირმა ინაშვილი: რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია

პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პრეზიდენტის სახლეში ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას ეხმინება:

,,იმედია, ახლა მაინც ხვდებით, რა ხდება. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ პროცესში. არ ვაწერთ ხელს არანაირ დოკუმენტს. რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია. ე.წ. ოპოზიციასაც და “ქართულ ოცნებასაც” სკამის გარდა, არაფერი არ აინტერესებს. სინამდვილეში მორიგჯერ გარიგდნენ და მმართველობას იყოფენ. აქ არ არსებობს არც მართლმსაჯულება და არც კანონი. პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგი ცხადყოფს ამას. კანონი ისაა, რაც სჭირდებათ სკამების გადასარჩენად. არ არის ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. უბრალოდ, არ არის. უახლეს ისტორიაში საქართველოს არ ჰყოლია ამ ე.წ. ოპოზიციაზე, “ქართულ ოცნებაზე” და კოჰაბიტაციაზე დიდი მტერი. გაიგეთ, ეს ერთი ხალხია და ერთი ბოროტებაა.”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!