TaoNews.Ge

ირანში  პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანის ორ პროვინციაში კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო.

სამწუხაროდ, ორ პროვინციაში მეოთხე ტალღა უკვე დაწყებულია, რამდენიმე პროვინციაში კი უახლოეს პერიოდში დაიწყება, თუ ჩვენ სამედიცინო პროტოკოლებს არ დავიცავთ“, – განაცხადა როუჰანიმ.

ქვეყნის რომელ პროვინციებშია დაწყებული კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა, არ სახელდება.

ბოლო დღეებში ირანში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება. 1-ელ აპრილს ქვეყანაში, დეკემბრის შემდეგ პირველად 11 ათასზე მეტი ინფიცირება დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისტიკით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 908 974-ს აღწევს, გარდაიცვალა 62 876 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!