TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე აგრესიულად განწყობილი თავს დაესხა ჟურნალისტებს. ამით, რა თქმა უნდა, დააზიანეს როგორც ეკლესიის მიერ დაგეგმილი ლოცვის დემონსტრაცია

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უმტკიცებს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობა “რევანშისტული ოპოზიციის” ინტერესებში იყო.

მისი თქმით, ამ “პროვოკაციის” მიზანი ეკლესიის, ქვეყნისა და ევროკავშირის იმიჯის დაზიანება იყო.

“5 ივლისს, 10 საათზე გამოჩნდნენ ქუჩაში, ასე ვთქვათ, კონტრაქციის წარმომადგენლები, მათ შორის, ბევრი ადამიანი იყო. ზოგიერთი ყველაზე აგრესიულად განწყობილი თავს დაესხა ჟურნალისტებს. ამით, რა თქმა უნდა, დააზიანეს როგორც ეკლესიის მიერ დაგეგმილი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა, ამით ჩვენს ქვეყანას ზიანი მიადგა.

ჩემი შეფასებით, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია ცალკეული ადამიანების მიერ ჩადენილი, რაც, მათი გათვლით, საბოლოო ჯამში, გამოიწვევდა ჯერ პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებას, დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყნის, ეკლესიის და ევროკავშირის იმიჯი. შესაბამისად, დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული არ შედიოდა არც ეკლესიის, არც ჩვენი მთავრობის, არც ჩვენი ხალხის ინტერესებში, ეს შედიოდა რევანშისტული რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში”,– უთხრა ღარიბაშვილმა ევროკომისარს

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!