TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი: ქალბატონი ნონას განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქალბატონი ნონას განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნონა გაფრინდაშვილის განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა, მისი სახელი მხოლოდ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ეროვნული სიამაყის გრძნობით ავსებს ყველა ქართველს.

„მსოფლიოს უდიდესი მოჭადრაკისა და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის ღვაწლი ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით არის დაფასებული.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს და ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და გამარჯვებებს“, – წერს პრემიერი Facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!