TaoNews.Ge

“განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება”- ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი

ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი. თუ მათ რეალურად აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი .

,,მთავრობამ სესხი აიღო 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან და მეორე ნახევარი მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით – ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, რამაც რეალურად გამჭვირვალე გახადა და გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, რაც ყველა კვლევით დასტურდება, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით. ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან ვინაიდან მეორე მთავარმა მხარემ არ მოაწერა ხელი, მათ რომ მოეწერათ ჩვენ დავრჩებოდით, ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმებისა რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.

გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებული 10-12 წელზე მეტია, რამაც საშუალება მოგვცა ბიუჯეტში მილიარდ ლარზე მეტი დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი გასჩენოდა სახელმწიფოს. ჩვენ მივეცით ჩვენს თავს უფლება იმისა, რომ დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება, შარშან ჩვენ ავიღეთ 3 მილიარდის საგარეო ვალი, რაც მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს ქვეყანას. ეს იყო სესხი და დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი, ამ სესხმა ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და სპეკულაციების საგანი თუ საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ მისი აღებისგან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!