TaoNews.Ge

ინგუშებმა ქართველებს დახმარება აღმოუჩინეს

ინგუშებმა ქართველებს დახმარება აღმოუჩინეს

რუსეთ-საქართველოს საზღვართან, არ მისული ლარსის საგუშაგოზე (რუსეთის მხრიდან) სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული. 350 სატვირთო მაინც დგას. მათ საზღვარზე არ ატარებენ. საქართველოს სამხედრო გზაზე ზვავია ჩამოწოლილი და გზაა ჩაკეტილი.
ეს სატვირთოები რამდენიმე დღე იდგნენ საზღვართან. მათ დასახმარებლად საკვები პროდუქტებით და სასმელი წყლით დატვირთული ინგუშები მივიდნენ. შორიახლოს საველე სამზარეულოს მსგავსიც მოაწყვეს, რომ გაყინული მძღოლებისთვის ცხელი საჭმელი ეჭმიათ.
ინგუშებმა პირველ რიგში, ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები და შუა აზიელები ( მათ ხომ არ იცოდნენ ჩვენი და ინგუშების ძმობის ისტორია).
ინგუშებს არც ისინი დაუტოვებიათ უყურადღებოდ, მაგრამ ქართველ მძღოლებს განსაკუთრებით პატრონობდნენ. მათთან სურათებს იღებდნენ. სოციალურ ქსელშიც ატვირთეს და ასე წერენ, ჩვენი ძმები ქართველებიო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!