TaoNews.Ge

ინგა გრიგოლია – “გუშინ წულუკიანი მეტაკა, დღეს სააკაშვილი”

ინგა გრიგოლია 2010 წელს გეიაღლუმის პოლიტიკური ტრიბუნიდან გაპროტესტებას გეგმავდა

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის და­გეგ­მვა ძა­ლი­ან დიდი უაზ­რო­ბაა“,- ასე ეხმაურებოდა წლების წინ ტელეკომპანია „პირველის“ ხელმძღვანელი ინგა გრიგოლია  საქართველოში დაგეგმილ გეიაღლუმს. მაშინ გრიგოლია პარტია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრი იყო.

„ქვით ხელ­ში არ დავ­დგე­ბი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაპ­რო­ტეს­ტებ. ამის­თვის კი ჩემს პო­ლი­ტი­კუ­რი ტრი­ბუ­ნას გა­მო­ვი­ყე­ნებ. იცხოვ­რონ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, მათ არა­ვინ ერ­ჩით, მაგ­რამ ცხვირ­ში ნუ გვა­ჩე­ჩე­ბენ.

არ ვიცი, თუ იმი­ტომ კეთ­დე­ბა, რომ მერე ბევ­რი გრან­ტი აი­ღონ, ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გახ­დე­ბა მათ­თვის. თუ მსგავ­სი რამ ჩა­ტარ­და, ალ­ბათ და­არ­ბე­ვენ. მერე კი სათ­ქმე­ლი ექ­ნე­ბათ, აი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ირ­ღვე­ვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე­თა უფ­ლე­ბე­ბიო. ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად პატ­რი­არ­ქს ენ­დო­ბი­ან, ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს ეს თავ­ში აზ­რად რო­გორ მო­უ­ვი­და?! სულ გა­უფ­რე­ნი­ათ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ით იმ­დე­ნი გეი და ლეს­ბო­სე­ლი ვნა­ხე, გა­მოვ­ლენ, აბა, რას იზა­მენ. აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ნიშ­ნეთ – ჩვე­ნი პარ­ტია გა­მო­რი­ცხავს მსგავ­სი აღ­ლუ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რას“, – აცხადებდა ინგა გრიგოლია ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!