TaoNews.Ge

,,იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი”-თურქეთი ელჩი საქართველოში

,,იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი”-თურქეთი ელჩი საქართველოში

,,დღესასწაული არის დიდი მოვლენა ქვეყნის მთლიანობის აღსანიშნავად. დიდგორობა ერთიანი საქართველოს დაარსების დღესასწაულია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი. საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ – მან დამოუკიდებლობის 200 წლისთავი აღნიშნა და მთელი დღესასწაული თურქეთთან მტრობის თემით წარმართა. დავით აღმაშენებლის გამარჯვების შედეგი რა იყო? – ქვეყნის გამთლიანება.

ომის მნიშვნელობა მისი შედეგია. დიდგორის ომის მნიშვნელობა ის იყო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, თორემ ქართველებს მანამდეც და მერეც არაერთი ომი მოუგიათ. მტერიც ბევრი იყო, მაგრამ არცერთ იმ ომს არ ჩაუყრია საფუძველი ძლიერი ქვეყნისთვის. როცა დიდგორის ომს ვახსენებთ, ეს რა დღესასწაულია? რას ვზეიმობთ?”-განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ფატმა­ ჯერენ იაზგანმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან ინტერვიუში დიდგორობის დღესასწაულთან დაკავსირებით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!