TaoNews.Ge

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციის გახსნის მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულია- ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სრული თანხმობაა სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაზე

დიახ, ჩვენ გვინდა საზღვრების გახსნა. ამ დრომდე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრემიერ – მინისტრების მოადგილეები მონაწილეობენ, მოლაპარაკებები რამდენიმეჯერ გაიმართა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ესპანურ მედიას განუცხადა.

„ამ სამუშაო ჯგუფის უმთავრესი ამოცანაა კომუნიკაციების გახსნა. მოლაპარაკებათა რამდენიმე ეტაპი შედარებით წარმატებული იყო. ამჟამად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არის სრული თანხმობა სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნის შესახებ და ჩვენ გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დავიწყეთ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა სომხეთის საზღვრის მიმართულებით. იმავდროულად, გასულ თვეებში სომხეთი აპროტესტებდა საავტომობილო გზების გახსნას, მაგრამ ჩვენ ახლა დავარწმუნეთ, რომ ეს გარდაუვალია და ისინი დათანხმდნენ. ახლა განვიხილავთ ამ დერეფნების იურიდიულ რეჟიმს, ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთისკენ მიემართება, იქიდან კი აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისკენ. აქ არსებობს გარკვეული ღია კითხვები. თუმცა, მიმაჩნია, რომ ორივე ქვეყანა ხვდება, რომ ეს უნდა მოხდეს. სხვათაშორის, გასულ თვეს, სოჭში სამმხრივი შეხვედრისას, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით შედგა, მივიღეთ განცხადება, რომელშიც ღიად არის საუბარი კომუნიკაციების გახსნაზე. ასე რომ, ეს მოხდება. საჰაერო სივრცე უკვე აქტიურია. ახლა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავებმა, რომლებიც აზერბაიჯანიდან ნახიჩევანისკენ ფრენენ, დაიწყეს სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება“ , – განაცხადა ალიევმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!