TaoNews.Ge

ილონ მასკი ტეხასში ახალი ქალაქის აშენებას აპირებს

ილონ მასკი ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდას გეგმავს,

euralink-ის თანადამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს:

-„მომავალ წელს კომპანია ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდას გეგმავს. ვიმედოვნებთ, პირველი ჩიპს ზურგის ტვინის მძიმე ტრავმის მქონე ადამიანები მიიღებენ. შესაძლოა, ამ ტექნოლოგიის საშუალებით უსინათლოებიც განიკურნონ, მას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა. აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციისგან ნებართვას ველოდებით“. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Interesting Engineering წერს.

ჩიპის დიამეტრი 23 მილიმეტრს შეადგენს, ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენს. მეცნიერთა მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!