TaoNews.Ge

იარანი და ჩინეთი ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ

იარანი და ჩინეთი ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ

ირანის ოფიციალური სააგენტო IRNA იტყობინება, რომ ირანი შაბათს ხელს მოაწერს 25-წლიან ხელშეკრულებას ჩინეთთან საგარეო საქმეთა მინისტრის ვან იის თეირანში ვიზიტის დროს. ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჩინეთ-ირანული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აღწერეს, როგორც “სტრატეგიული საგზაო რუქა”, რომელიც სცილდება ეკონომიკურ თანამშრომლობას.
 პეკინი შეთანხმებას განიხილავს როგორც ერთი სარტყელისა და ერთი გზის ინიციატივის (BRI) ნაწილიად, რომელსაც იგი 2013 წლიდან ავითარებს კომერციული, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, 5G და ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშესაწყობად 70 ქვეყანაში. ჩინეთი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მსხვილი უცხოელი ინვესტორი ახლო აღმოსავლეთში და ნავთობის უდიდესი მყიდველი.
 ირანი 2020 წლის შუა როცხვებიდან აცხადებდა25-წლიან გარიგების შესახებ , მაგრამ ჩინეთი ამ საკითხზე დუმდა. ამასთან, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბული დარჩა მას შემდეგაც, რაც დონალდ ტრამპმა დატოვა თეთრი სახლი და ჩინეთი შეიძლება ცდუნდეს გამოიყენოს ირანული ბარათი უკმაყოფილების გამოსათქმელად.
 ვანგ იი თეირანში ჩავიდა პარასკევ დილით შუა აღმოსავლეთის ტურნეს მეორე ეტაპისთვის, რომლის დროსაც გაემგზავრა საუდის არაბეთში და თურქეთში. მინისტრი ასევე ეწვევა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ბაჰრეინსა და ომანს. თეირანში დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მუჰამედ ჯავად ზარიფთან. Tasnim News– ის ცნობით, ვანგ იი ასევე შეხვდება ალი ლარიჯანს, უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!