TaoNews.Ge

იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტი 5.2%-ით გაიზარდა

იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტი 5.2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 820.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2%-ით მეტია.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74%-ს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა და 606.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.1% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  •  ჩინეთი (103.5 მლნ აშშ დოლარი)
  •  რუსეთი (100 მლნ აშშ დოლარი)
  •  თურქეთი (71.4 მლნ აშშ დოლარი)

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 158.8 მლნ აშშ დოლარით და აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.2%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 83.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.8%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 43.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.2%).

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!