TaoNews.Ge

“სააკაშვილი,  თავს აღარასდროს არ გაწირავს, რადგან მას იმდენი აქვს დასაკარგი”-მაია ნიკოლეიშვილი

თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც აშშ შეცვლის რამეს და ვერც მიშა – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკელი პარტნიორების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ თუ ქართველი ხალხი თავად არ მოინდომებს თავისუფალი, დემოკრატიულ სისტემის შექმნას, ისინი დახმარებას ვერ შეძლებენ.

“ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, რომ დაიღალნენ. ისმის ფრაზა ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში. ეს დაახლოებით ისე ჟღერს, ბაიდენმა რომ თქვა ავღანეთზე – თუ არ უნდათ ბრძოლა, ჩვენ რატომ უდნა ვიბრძოლოთ მათ ნაცვლადო. ეს ფრაზა გუშინ და გუშინ წინ დაახლოებით 15-ჯერ მოვისმინე, რომ “თუ თქვენ არ გინდათ თავისუფლება, ჩვენ რა შუაში ვართ, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებით აქ” – დაახლოებით ასე ჟღერს, მათი დიპლომატიური ენიდან რომ გადმოვთარგმნოთ. საუბარი იმაზე, რომ “ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები არაფერი გვეშველება” – ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს თუ ხელი არ გავანძრიეთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!