TaoNews.Ge

“თუ პოლიცია  არ განმარტავს, რატომ არ გვიშვებენ ნამახვანჰესში, ENKA-ს ოფისთან მივალთ და გზას გადავკეტავთ” – ვარლამ გოლეთიანი

“თუ პოლიცია  არ განმარტავს, რატომ არ გვიშვებენ ნამახვანჰესში, ENKA-ს ოფისთან მივალთ და გზას გადავკეტავთ” – ვარლამ გოლეთიანი

სოფელ გუმათში შეკრებილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ თუ პოლიცია მათ არ განუმარტავს, რატომ არ უშვებენ ნამახვანჰესში, პროტესტის ნიშნად ENKA-ს ოფისთან მივლენ და გზას გადაკეტავენ.

“ახსნა-განმარტება უნდა გაგვიკეთონ, რატომ გვეკრძალება ჩვენ გადაადგილება, ზედა მიმართულებით, თუ ეს ახსნა-განმარტება არ მოგვეცემა მაშინ ლეგიტიმურია ჩვენგან, რომ გადავინაცვლოთ ქვევით და მთლიანად დავკეტოთ ეს გზა. ახსნა-განმარტებას კანონიერად ვითხოვთ, ახსნა-განმარტება თუ არ მოგვეცემა მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ანგარიშს არ გვიწევს ხელისუფლება და ჩვენი დაქირავებული მთავრობა, მაშინ გადავალთ და სხვა გზებით ვეცდებით, მშვიდობიანად, რა თქმა უნდა”, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!