TaoNews.Ge

“თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, ამას შედეგები მოჰყვება” – აშშ-ს გაფრთხილება რუსეთს

“თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, ამას შედეგები მოჰყვება” – აშშ-ს გაფრთხილება რუსეთს

ამერიკის პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსი ოპოზიცინერი, ალექსეი ნავალნი ციხეში მოკვდება, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება რუსეთვისთვის.

“ჩვენ რუსეთის მთავრობას განვუცხადეთ, რომ ის, რაც ბატონ ნავალნის მოუვა, რომელიც მათ დააპატიმრეს, მათი პასუხისმგებლობაა და საერთაშორისო საზოგადოება ამის გამო მათ პასუხს მოსთხოვს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ზომები, რა “ფასის” გადახდაც შეიძლება დაეკისროს რუსეთს, მაგრამ კონკრეტულ ზომებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ. მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ბატონი ნავალნი მოკვდება, ამას შედეგები მოჰყვება”, – თქვა მან.

ბოლო პერიოდში ვრცელდება ცნობები, რომ ნავალნის მდომარეობა ციხეში უფრო და უფრო უარესდება. მისი პრესმდივანი აცხადებს, რომ ნავანლი კვდება, ექიმები კი ამბობენ, რომ გამოკვლევების მიხედვი მას თირკმლის უკმარისობა და გულის პრობლემები აქვს.

ექიმებმა შაბათს რუსეთის ციხის სამსახურს წერილი მიწერეს, სადაც ისინი ითხოვენ, რომ ნავალნის მონახულების საშუალება მიეცეთ.

პარასკევს ნავალნიმ დაწერა, რომ მას კვებას აიძულებენ, რადგან შიმშილს განაგრძობს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!