TaoNews.Ge

თურქეთში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

თურქეთში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

მასშტაბური ხანძარი თურქეთში – ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაღუპულთაგან შვიდი მანავგათის დასახლებაში გარდაიცვალა, ერთი კი – მარმარისში.

ქვეყანაში სტიქიას უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან. ჯამში, დაშავებულთა ოდენობა 500-ს აღემატება. მეხანძრეებმა 100-ზე მეტი კერა უკვე ჩააქრეს ან კონტროლს დაუქვემდებარეს, თუმცა 6 მასშტაბური კერა ამ დრომდე რჩება.

სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი მეხანძრე. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!