TaoNews.Ge

თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა – არის მსხვერპლი

 თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი რუსი ტურისტი დაიღუპა, კიდევ 26 დაშავდა, განუცხადა РИА Новости-ს ანტალიაში რუსეთის საკონსულოს წარმომადგენელმა.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლმა მოყინულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა.

„10 აპრილს დაახლოებით 09:30 საათზე კონია-აქსარაის ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობუსის მონაწილეობით, რომელსაც კაპადოკიაში გადაჰყავდა 32 რუსი ტურისტი, რომლებიც ანტალიაში ტუროპერატორ „პეგას ტურისტიკის“ ხაზით ისვენებდნენ“, – განაცხადა მან.

ტრაგედიის ადგილზე უკვე გაემგზავრნენ რუსი დიპლომატები, რომლებიც დაშავებულებს საკონსულო დახმარებას გაუწევენ და დეტალებს დაადგენენ

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!