TaoNews.Ge

5 პროდუქტი, რომელზეც ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია

რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება იქნა მიღწეული.

როგორც მედია წერს, საუბარია მილიონობით ტონა უკრაინულ მარცვლეულზე, რომელიც რუსეთის საზღვაო ბლოკადის ფონზე, შავი ზღვის პორტებშია ჩარჩენილი.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარმას განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად, მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმება იქნა მიღწეული.

მისივე თქმით, შეთანხმებას ხელი მომავალ კვირას მოეწერება, როდესაც ყველა მხარე კვლავ ერთმანეთს შეხვდება.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ ყველა მხარე ნავსადგურებში მარცვლეულის შემოწმების ერთობლივ კონტროლზე შეთანხმდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!