TaoNews.Ge

თე­მურ ჭყო­ნია კრიშტიანუ რონალდუს ხეპ­რეს უწო­დებს

თე­მურ ჭყო­ნია კრიშტიანუ რონალდუს ხეპ­რეს უწო­დებს

,,კოკა-კოლა ბოთ­ლერს ჯორ­ჯი­ას” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თე­მურ ჭყო­ნია კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს ხეპ­რეს უწო­დებს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მან კო­მენ­ტა­რი ბიზნესფორმულას მის­ცა.

“ვი­თომ რა­ღაც გა­ა­კე­თა. მე ვფიქ­რობ, რომ ხეპ­რე ფეხ­ბურ­თე­ლის ჟეს­ტი იყო. ჯერ ერთი, უწე­სო­ბაა მა­შინ, როცა მთე­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის სპონ­სო­რია “კოკა-კოლა”. მე­ო­რეც, არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ელ­ვის პრეს­ლი უკე­თებ­და რეკ­ლა­მას “კოკა-კო­ლას” და ვინ არის რო­ნალ­დუ ელ­ვის პრეს­ლის­თან? ნული. მისი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და ახლა დამ­თავ­რე­ბუ­ლია მისი საქ­მე ჩემს თვალ­ში. ვი­თომ მა­გა­რია. მა­გა­საც ვნა­ხავთ, ჩემ­პი­ო­ნა­ტი რომ დამ­თავ­რდე­ბა, რო­გო­რი მა­გა­რია”,- გა­ნა­ცხა­და თე­მურ ჭყო­ნი­ამ .

მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წი­ნა­სა­მატ­ჩო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს, პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა სუ­პერ­ვარ­სკვლავ­მა, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ კოკა-კო­ლას ბოთ­ლე­ბი კა­მე­რე­ბის­გან მო­შო­რე­ბით დად­გა და შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წყლის და­ლე­ვის­კენ მო­უ­წო­და, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის გი­გან­ტის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით შემ­ცირ­და. რო­ნალ­დუს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის­თა­ნა­ვე კოკა-კო­ლას აქ­ცი­ე­ბის ფასი 1,6%-ით გა­უ­ფა­სურ­და, ხოლო კოკა კო­ლას სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 242 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი­დან 238 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­და.

.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!