TaoNews.Ge

“თელ-ავივის და იერუსალიმის დაბომბვა ჩვენთვის უფრო ადვილია, ვიდრე წყლის დალევა” – „ჰამასი“

„ჰამასის“ წარმომადგენლები პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ თელ-ავივის და იერუსალიმის დაბომბვა მათთვის უფრო ადვილია, ვიდრე წყლის დალევა. ამის შესახებ ინფრმაციას timesofisrael.com ავრცელებს.

„ადამიანებო, რომლებიც იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ცხოვრობთ, შეებრძოლეთ მტერს, ყველა ფრონტზე. „ალ ქასამის“ ბრიგადა თქვენ გვერდზე დაგიდგებათ“ – განაცხადა „ალ-ქასამის“ ბრიგადის პრესმდივანმა აბუ ობეიდამ.

ობეიდას ინფორმაციით, დასავლეთ ნაპირზე, სადაც ისრაელის პოლიციას და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მან ამ რეგიონში მცხოვრებ პალესტინელებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!