TaoNews.Ge

“ამ მომაკვდინებელ ვირუსთან ომი ჯერ არ დაგვისრულებია, გამარჯვებამდე შორია”- ჯო ბაიდენი

თეთრი სახლი: ბაიდენმა პუტინი, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ გააფრთხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ დასავლეთი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია და ესკალაციის შემთხვევაში იგი მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ამავე ცნობით, კრემლი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის განზრახვას და აცხადებს, რომ მისი ჯარების მობილიზებას თავდაცვის მიზნები აქვს.

ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ მოუწოდა.

ინფორმაციისთვის, 7 დეკემბერს პუტინსა და ბაიდენს შორის ონლაინშეხვედრა შედგა. ეს რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების მეორე შეხვედრა იყო.

პირველი მოლაპარაკებები, მიმდინარე წლის ივნისში, ჟენევაში პირისპირ გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!