TaoNews.Ge

თეა წულუკიანი: რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება

თეა წულუკიანი: რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება

“პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს” – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„კარგი იქნება თუ მასზე თავდასხმას შევწყვეტთ. ორივე მხარემ საგამოძიებო ორგანოსთან უნდა ითანამშრომლოს, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ბესო ზანგურს და კარგი იქნება, თუ ის დღესვე დატოვებს თეატრს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!