TaoNews.Ge

თამარ ჟვანიამ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის “დოიჩე ველეს” ცნობით, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვილნიუსში ბელარუსი ოპოზიციონერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას ინიციატივით დაწყებულ  ორდღიან კონფერენციას ესწრება, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგაა მიმართული.
კონფერენციის თემაა “დემოკრატიული არჩევნები ბელარუსის კრიზისის გადასაწყვეტად”, განიხილება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. ფორუმში მონაწილეობენ “საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის” წარმომადგენლები, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი რობერტო მონტელა,  ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კლარა დობრევი და ბელორუსი ოპოზიციონერები.
წყარო: https://www.dw.com/ru/tihanovskaja-prizvala-ssha-vvesti-novye-sankcii-protiv-rezhima-lukashenko/a-57749384?fbclid=IwAR1Q0yaz6j3wghbpLbJCJ0rzt5MqVni7KVBOpP_QbrZ81QW0_HKBKFyrlwc

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!