TaoNews.Ge

“თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში ძალოვნები არიან გარეული” – თეონა თამაზაშვილი

“მთავარი არხის”  სიუჟეტის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შვილის სიკვდილის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

“ნორვეგიაში რომ უნდოდა თავშესაფრის ძებნა, სუს-ს არ გაუჭირდებოდა ამის დადგენა, რომ თამუნამ იქ მოითხოვა თავშესაფარი და არიქა იქ იმიტომ უნდა მოეკლათ, რომ იქ არ გახმაურებულიყო ამათი მონაწილეობაც. როცა გაირკვა ეს ყველაფერი, იმიტომაც უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა და ფარდის ახდა ამ ყველაფერზე, შეეწირა კიდეც ამ ყველაფერს.

თუ თვითონ მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩაერთვებოდა, მაშინ ცოცხალი იქნებოდა როგორც არიან სხვები შეგნებულად ჩართულები. ძალოსნები არიან ამ იმაში გარეული რადგანაც დააფარეს ხელი ამ ყველაფერს და ჩაფარცხეს გამოძიება და დახურეს საქმე”, – თქვა თეონა თამაზაშვილმა.
ბაჩალიაშვილის დედას ამ ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

 

მთავარი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!