TaoNews.Ge

„თალიბანმა“ განაცხადა, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს

თალიბები კარდაკარ ეძებენ იმ ავღანელებს, რომლებიც ნატო-ს ძალებისთვის, ან წინა მთავრობისთვის მუშაობდნენ

თალიბები კარდაკარ ეძებენ იმ ავღანელებს, რომლებიც ნატო-ს ძალებისთვის, ან წინა მთავრობისთვის მუშაობდნენ და მათი ოჯახების წევრებს ემუქრებიან, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ნორვეგიის გლობალური ანალიზის ცენტრის დოკუმენტში, რომელიც გაეროს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის.

„”თალიბანის” სამიზნე ამჟამად უამრავი პირია და ეს საფრთხე ნათელია. თალიბები იმუქრებიან, რომ თუკი ისინი არ ჩაბარდებიან, დააპატიმრებენ, გაასამართლებენ, დაკითხავენ და დასჯიან მათი ოჯახების წევრებს“,- განაცხადა ნორვეგიის გლობალური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა ქრისტიან ნელემანმა.

მისი თქმით, „თალიბანის“ „შავ სიაში“ მყოფი ნებისმიერი ადამიანი საფრთხეშია და ქვეყანაში, შესაძლოა, მასობრივი სიკვდილით დასჯაც მოხდეს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!