TaoNews.Ge

„სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ ჩასვეს ციხეში“ – მარგარიტა სიმონიანი

“ზუსტად ქართული რბილი ძალაა ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში, გვიყვარს ეს კულტურა, არ გვინდა, რომ ისინი თავს ცუდად გრძნობდნენ“ – სიმონიანი

ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს შესახებ მორიგ  ავრცელებს და წერს, რომ რუსეთში ქართული კულტურა დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ზუსტად ქართული რბილი ძალაა ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში. გაისეირნეთ მოსკოვში ნახევარი საათით – დაახლოებით 30 ქართულ რესტორანს გადააწყდებით. სოჭის სანაპიროზე ოთხი კარგი რესტორნიდან ერთი თევზის რესტორანია და სამი – ქართული. ჩვენ ეს ყველაფერი გვიყვარს, ჩვენ გვიყვარს ეს კულტურა, [გიორგი] დანელია, კინემატოგრაფია, ყველა ეს სიმღერა. არ გვინდა, რომ ისინი თავს ცუდად გრძნობდნენ“, – წერს სიმონიანი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!