TaoNews.Ge

ზვიად გამსახურდია-ამ ხუდონჰესით, ნამოხვანჰესით, სვანეთს და ლეჩხუმს სურთ დასცენ მეხი

ზვიად გამსახურდია-ამ ხუდონჰესით, ნამოხვანჰესით, სვანეთს და ლეჩხუმს სურთ დასცენ მეხი

ზვიად გამსახურდიას პოეზია სავსეა იმ სატკივარით და პრობლემებით, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს საქართველოს.

”საუკუნე უახლესი” – ასე ეწოდება ლექსს, რომელსაც გთავაზობთ:

ამ ენგურჰესით და ჟინვალჰესით
სურთ საქართველოს აუგონ წესი,
ჩვენს ბრგე ციხეებს, ტანკენარ ტაძრებს
ეს საუკუნე სპობს უახლესი.

მალე გვექნება მინაძე-ჰესი,
დაშლის ვარძიას, ზარზმას და ხერთვისს,
გმინვა-გოდება ჯავახის, მესხის
აბობოქრებულ ტალღებს შეერთვის…

ამ ხუდონჰესით, ნამოხვანჰესით,
სვანეთს და ლეჩხუმს სურთ დასცენ მეხი
რომ სამუდამოდ ჩვენს მთიანეთში,
ამოუკვეთონ ქართველ კაცს ფეხი.

ამ ენგურჰესით და ჟინვალჰესით
სურთ საქართველოს აუგონ წესი,
თან გვარწმუნებენ: იცავსო ძეგლებს
ეს საუკუნე უდიადესი!”

ზვიად გამსახურდია

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!