TaoNews.Ge

ზესტაფონში მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერ აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები იმყოფებოდნენ (ვიდეო)

ზესტაფონში მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერ აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები იმყოფებოდნენ (ვიდეო)

ზესტაფონში მეუფე სპირიდონის მხარედამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე პანსიონატის აღმზრდელები, მედიკოსები, მოძღვრები  და ყოფილი ბენეფიციარები  შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები იმ თბილ და მზრუნველ გარემოზე საუბრობდნენ, რაც წლების განმავლობაში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში სუფევდა. შეკრებილთათვის  მიუღებელია სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადებები აღნიშნულ  დაწესებულებასთან დაკავშირებით და მიმდინარე მოვლენებს ეკლესიაზე მორიგ შეტევად აღიქვამენ. მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!