TaoNews.Ge

ზესტაფონში მატარებელი ბიჭს დაეჯახა – ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა

ზუგდიდიდან თბილისისკენ მომავალი მატარებელი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადგურ აჯამეთთან ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!