TaoNews.Ge

დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

ზედოზირების ვერსიაც განიხილება – შსს

შსს ადასტურებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ზედოზირების ვერსიას განიხილავს.

საგანგებო ბრიფინგზე უწყებამ დღეს ლაშქარავას გადაადგილების ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, რომელიც მათი მტკიცებით გუშინ არის გადაღებული:

,,პირველადი მონაცემებით რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მეგობართან ერთად. მათ შორის იყო საბურთალოს რაიონი, იყო ფონიჭალის დასახლება. ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა რომ საზოგადოებას არ დარჩეს შთაბეჭდილება წინსწრებით გარკვეული ვერსიების გაჟღერების.

დღეს დაინიშნა, ახლაც მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. არ იქნება სწორი და პროფესიონალური, როდესაც გამოძიებამ წინასწარ შეიძლება ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება ბუნებრივია – ამბობს მამუკა ჭელიძე პოს ტვ-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად. 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!